მედიევალური ფრაქციების სერვერი

DzerskiPolitik

ქართულენოვანი სერვერი, სადაც მიწა, ვაჭრობა და ომი ერთმანეთს უკავშირდება.

IP dzerskipolitik.pixli.lol
  • Java 1.21+
  • Fabric
  • ქართული ენა
სტატუსი იტვირთება…

გადაათრიე მოსაბრუნებლად

დაწყება

სამი ნაბიჯი

  1. 01

    დააკოპირე IP

    dzerskipolitik.pixli.lol
  2. 02

    დააინსტალირე მოდები

    Fabric Loader და სავალდებულო მოდები — სია მოდების გვერდზე.

  3. 03

    ითამაშე

    წაიკითხე წესები, აირჩიე როლი და დაიწყე მიწის დაკავება.

მოდები

მოდები

სერვერზე სრული თამაშისა და კომუნიკაციისთვის საჭიროა ეს მოდები.

Simple Voice Chat

სავალდებულო

რეალურ დროში ხმოვანი კომუნიკაცია და სივრცული ხმის ეფექტები.

ჩამოტვირთვა

ClientID

სავალდებულო

სერვერის კლიენტის უსაფრთხო და სტაბილური იდენტიფიკაცია.

ჩამოტვირთვა

Fabric API

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა, რომელიც მოდების უმეტესობას სჭირდება Fabric-ზე.

ჩამოტვირთვა

Fabric Loader

ლოდერი

მოდების ჩამტვირთავი, რომელიც სავალდებულოა სერვერზე შესასვლელად.

ჩამოტვირთვა

ინსტალაციისას პრობლემა შეგექმნა? დაწერე დისქორდის არხში support-ticket.

როლები

როლები

RP კლასები არ არის სავალდებულო. ისინი საშუალებას გაძლევს, სერვერზე სხვა ტიპის პერსონაჟი იყო.

RP კლასები

დაიმახსოვრე: თუ შენი ქცევა არ შეესაბამება შენს როლს და საერთოდ არ ჩანს, რომ ამ ტიპის პერსონაჟი ხარ, ეს როლი ჩამოგერთმევა.

Mage

ცხოვრობს ჭაობში, ქოხში ან გამოქვაბულში. უყვარს კატები, ელექსირების მზადება და სტუმრების მიმართ ოდნავ უხეში/დამცინავია.

Dwarf

ცხოვრობს Birch Forest-ში, აგურის სახლში. უყვარს რკინა, ოქრო და უაზრო ხუმრობები.

Orc

ცხოვრობს Pale Garden-ში. უხეშია უცხოებთან, ძარცვავს მარტოხელებს და ერიდება ხალხმრავლობას.

Elf

Dark Forest-ის მცხოვრები. მისი იარაღია მშვილდი. იცავს ტყეს და ხის მოჭრის უფლებას არავის აძლევს.

Pirate

მუდამ ნავზეა. ძარცვავს წყლებში, მაგრამ მდინარეებში მშვიდობიანია. ნაძარცვით ვაჭრობს პორტებში.

Cannibal

ცხოვრობს Savanna-ში მარტო. არასოდეს ენდოთ, აუცილებლად მოგკლავს. უყვარს კურდღლები (მათ არ ჭამს).

White-Eye

ცივი ადგილების მარტოხელა მკურნალი. საყვარელი ფერი წითელია. საყვარელი საქმეა Zombie Villager-ების განკურნება.

მნიშვნელოვანი როლები

უმთავრესი წესი: თუ თავისუფალ დროს არ ასრულებ შენს დაკისრებულ მოვალეობას, როლი ჩამოგერთმევა გაფრთხილების გარეშე.

თავდაცვა და კონტროლი

Moderator

აკონტროლებს ჩატებში წესრიგს, შლის სპამს/რეკლამებს და აჩუმებს (Timeout) წესების დამრღვევ წევრებს.

პიარი და კომუნიკაცია

Ambassador

წარმოადგენს სერვერს პარტნიორულ საზოგადოებებში და პასუხისმგებელია საგარეო ურთიერთობების დამყარებაზე.

Publisher

პასუხისმგებელია Creator-ის მიერ მომზადებული მასალებისა და სიახლეების სოციალურ ქსელებში გავრცელებაზე.

მედია და ვიზუალი

Streamer

აშუქებს მნიშვნელოვან მოვლენებს (ომები, არჩევნები, რევოლუციები) პირდაპირ ეთერში, წინასწარ გაწერილ „Start“ დროს.

Editor

ქმნის მაღალი ხარისხის ვიდეო-ედიტებსა და კონტენტს სერვერის სოციალური პლატფორმებისთვის.

Creator

ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და ქმნის საინტერესო პოსტებსა თუ ვიზუალებს პიარ-კამპანიებისთვის.

ისტორია და პრესა

Historian

აღრიცხავს სერვერის ყოველდღიურ ისტორიასა და მნიშვნელოვან მოვლენებს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

Journalist

ადგენს გაზეთებს, აშუქებს აქტუალურ პოლიტიკურ სიახლეებსა და მოსალოდნელ საფრთხეებს.

Biographer

წერს დეტალურ ბიოგრაფიებს გავლენიან პირებზე ან კერძო შეკვეთით დამკვეთის მოთხოვნისამებრ.

ანალიტიკა

Analyst

აანალიზებს საბაზრო ცვლილებებს და ამზადებს ვიზუალურ გრაფიკებს/ინფოგრაფიკებს სიახლეების არხისთვის.

ბრძანებები

ეკონომიკა და ბრძანებები

ძირითადი ბრძანებები და ინსტრუმენტები ერთ ადგილას. ნებისმიერ ბრძანებაზე დაწკაპუნებით მონიშნავ მას.

ემერალდი

ემერალდის საფულე

ემერალდი სერვერის მთავარი ვალუტაა. შეინახე საფულეში, რომ სიკვდილის დროს ქონება არ დაკარგო.

  • /saphuleბალანსის შემოწმება (ალტერნატივა: /mywallet)
  • /atvirta <რაოდენობა>ემერალდების შეტანა საფულეში
  • /atvirta allყველა ემერალდის შეტანა (ალტერნატივა: /atvirta kvela)
  • /gamotana <რაოდენობა>ემერალდების გამოტანა საფულიდან

საშიში მოგზაურობის ან მაღაროში ჩასვლის წინ ყოველთვის შეიტანე ემერალდები საფულეში.

ტელეპორტაცია

მოთამაშეებთან სწრაფად გადასვლა მოთხოვნის გაგზავნით.

  • /tpa [მოთამაშე]ტელეპორტაციის მოთხოვნის გაგზავნა
  • /tpahere [მოთამაშე]მოთამაშის შენთან დაძახება
  • /tpacceptმოთხოვნის მიღება
  • /tpdenyმოთხოვნის უარყოფა
  • /tpcancel [მოთამაშე]გაგზავნილი მოთხოვნის გაუქმება
  • /tpautoმოთხოვნების ავტომატური მიღება
  • /tpaignore [მოთამაშე]მოთამაშის იგნორირება
  • /tpatoggleფუნქციის ჩართვა/გამორთვა
გემი

გემების Craft

სერვერზე ხელმისაწვდომია მხოლოდ Small Ship და Large Ship. ორივე მზადდება Crafting Table-ზე.

Small Ship
6× Planks1× Banner2× Chest
Large Ship
3× Planks1× Banner5× Chest
  • Planks: ნებისმიერი ტიპი, მაგრამ ყველა ერთი ტიპის უნდა იყოს.
  • Banner: ნებისმიერი დიზაინი — გემზე ზუსტად ისეთივე დროშა გამოჩნდება, როგორც გააკეთე.

მიწები

მიწები და ქვეყნები

მიწა იზრდება დონეებით. ყოველი დონე ახალ შესაძლებლობებსა და ახალ ზღვარს გაძლევს.

მიწის დონეები

  1. 1

    მოხეტიალეები

    პირველი ნაბიჯები და გეგმები
  2. 2

    ტომი

    2 წევრი · 30 ჩანკი
  3. 3

    პატარა დასახლება სოფელი

    3 წევრი · 80 ჩანკი
  4. 4

    ქალაქი

    4 წევრი · 200 ჩანკი
  5. 5

    მხარე

    5 წევრი · 350 ჩანკი ქვეყნის დასაარსებლად საჭიროა ეს დონე

ქვეყნის დონეები

  1. 1

    გაერთიანება

    მიწები ერთდება ერთ სახელმწიფოში
  2. 2

    ქვეყანა

    3 მიწა · 32 მოთამაშე
  3. 3

    იმპერია

    5 მიწა · 64 მოთამაშე

ომი

ომის სისტემა

ომის წამოწყების სახელმძღვანელო.

ომის წარმოების 3 მიზეზი

  • ძარცვა
  • ოკუპაცია
  • დაპყრობა

მიზეზის გარეშე ომი დაუშვებელია.

წესები

  • ვალდებულება: ლიდერები უნდა შეხვდნენ მოსალაპარაკებლად.
  • დარღვევა: დაუშვებელია თავდასხმა მოლაპარაკებების გარეშე.
  • დარღვევა 2: დაუშვებელია ომის დაწყება მოლაპარაკების გარეშე.
  • ვადა: მხარეებს აქვთ 3 დღე მოსამზადებლად.
  • შეზღუდვა: საომარი მოქმედებები არ იწყება 3 დღის გასვლამდე.

დღეებში იგულისხმება Minecraft დღეები.

წესები

წესები

სერვერზე მოქმედებს Discord-ის ოფიციალური წესები (ToS). წესების დარღვევა იწვევს სასჯელს.

სერვერის წესები Discord · 12
  1. 1.1

    სერვერზე მოქმედებს Discord-ის ოფიციალური წესები (ToS). მათი დარღვევა იწვევს სერვერიდან ავტომატურ ბანს.

    warn/mute/ban · ადმინის შეხედულებით
  2. 1.2

    სხვა მოთამაშეების პირადი ინფორმაციის (ფოტო, სახელი/გვარი, მისამართი, ნომერი) გაზიარება მათი თანხმობის გარეშე.

    ban · სამუდამოდ
  3. 1.3

    საეჭვო ლინკების, ვირუსების ან თაღლითური შეთავაზებების გაგზავნა.

    ban · სამუდამოდ
  4. 1.4

    Alt ექაუნთით შემოსვლა სასჯელის თავიდანასაცილებლად — ყველა ექაუნთის სამუდამო ბანი.

    ban · სამუდამოდ
  5. 2.1

    გინება, პირადი შეურაცხყოფა, მუქარა, დისკრიმინაცია და აგრესიული/ტოქსიკური ქცევა.

    warn/mute/ban · до 60 წთ
  6. 2.2

    სპამი, ფლუდი, ერბოსებრი ტექსტები და უმიზეზო mention.

    warn/mute · до 30 წთ
  7. 2.3

    პორნოგრაფიული, სექსუალური, ძალადობრივი ან შოკისმომგვრელი (NSFW) კონტენტის გაზიარება.

    warn/ban · ადმინის შეხედულებით
  8. 2.4

    სხვა დისქორდ სერვერების, YouTube/Twitch არხების ან კომერციული პროდუქტების რეკლამა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე.

    warn/ban · ადმინის შეხედულებით
  9. 3.1

    ხმოვან არხებში მიკროფონის განზრახ გადატვირთვა, ყვირილი, Voice Changer-ები და Soundboard-ის ბოროტად გამოყენება.

    warn/mute · до 30 წთ
  10. 4.1

    შეურაცხმყოფელი, სექსუალური ან პროვოკაციული პროფილი (Avatar/Status/Bio) და ადმინისტრაციის როლების განზრახ კოპირება.

    warn/ban · სამუდამოდ
  11. 4.2

    Support ticket-ების უმიზეზოდ ან ტროლინგის მიზნით გახსნა.

    warn/mute · до 60 წთ
სამყაროს წესები World · 7
  1. 1

    AFK მოთამაშის მოკვლა აკრძალულია.

    clear-kick/ban · ადმინის შეხედულებით
  2. 2

    Land-Nation-ების ჩუმად დაზიანება აკრძალულია.

    clear-kick/ban · 1 კვირა / ადმინის შეხედულებით
  3. 3

    ომამდე ჩუმად Land-Nation-ზე შეტევა აკრძალულია.

    clear-kick/ban · 1 დღე / ადმინის შეხედულებით
  4. 4

    უპირობოდ და ჩუმად Land-Nation-ზე თავდასხმა.

    clear-kick/ban · 1 კვირა / ადმინის შეხედულებით
  5. 5

    TNT griefing სერვერზე აკრძალულია.

    clear-kick/ban · ადმინის შეხედულებით
  6. 6

    ერთ ჩანკში 14 Obsidian-ზე მეტის დადება აკრძალულია.

    kick/ban · ადმინის შეხედულებით
  7. 7

    მოთამაშის უმიზეზოდ მოკვლა აკრძალულია.

    kick/ban · ადმინის შეხედულებით

არქივი

არქივი

სერვერის ისტორია და ქვეყნები.

ტელუსის ისტორია

I · დასაწყისი

08.12.2026 — 05.09.2026

08.12.2026 23:58

მე ვარ Lodziusის დამაარსებელი რომელმაც გავცურე და ვიპოვე ეს მიწა და მას შემდეგ ვუწოდე Teranis და ეს იქნება ჩემი ხალხის საწყისი წერტილი.

08.14.2026 02:30

დღეს მრავალი ვილაშქრე და მოვიარე სამყარო სოფლები, ბევრი რამ ვიშოვე. შუა მოგზაურობისას ერთერთ სოფელთან, თვალი მოვკარი არსებას რომელიც უეცრად გაქრა. დაუჯერებლად ჟღერს მარგამ ეს იდუმალი არსება ყველასთან განსხვავებულია, ვერცეთ არსებას ვერ შეცვადარე მაგრამ, ის ენდერმენზე ოდნავ მაღალი ჩანდა. არ ვიცი რა ვუწოდო ამ იდუმალებას ამიტომ მას მოვიხსენიებ როგორც უცნობი.

08.20.2026 06:49

გადავწყვიტეთ რომ ექსპედიცია ჩაგვეტარა სამხრეტში, გვსმენიაა რომ იქ იყვნენ უცხო ხალხი რომელთაც შედარებით განვითარებული არმორი ქონდათ. დავიძარით სამხღეთით და დიდ ტყესთან შევჩერდით, მდინარეს აღარ გავუყევით რადგან, მდინარე დასავლეთისკენ იღებდა გეზს. ტყეში მრავალი მცენარე ვიპოვეთ რომელიც აქამდე არ გვენახა. მოკლედ რაღაც დროის შემდეგ ჰორიზონტზე დავინახეთ უცნაური მცენარეები და გადავწყვიტეთ ადდგილი დაგვეთვალიერებინა, მივედით და დავინახეთ ციხესიმაგრე. ციხესიმაგრე ერთ კუნძულზე იდგა მიწებს შუა. გადავცურეთ და შიგ შესვლა გადავწყვიტეთ, ვიფიქრეთ რომ ეს ის ადგილი იყო რაზეც ჩვენი ხალხები საუბრობდნენ. მოკლედ იქაურები დაგვხვდნენ მაგრამ არა აგრესიულად. ცოტახანში პატარა არეულობამ და ერთმანეთში გაუმართავმა კომუკიკაციამ, ხელში ხმალის დაჭერისკენ გვიბრძანა; სამწუხაროდ შერკინებაში დავმარცხდით. მაგრამ იმედი გვაქვა რომ ისევ დავბრუნდებით და ჩადენილზე პასუხს ვაგებინებთ.

26.08.2026

bensy
bensy

Teranisში გვეწვია Hermepolisის მმართველი bensy . მან შემომთავაზა რომ გავმხდარიყავი მისი nationის სრული წევრი, ამ ყოველივეს კი სხვებსაც სთავაზობდა როგორც მითხრა, პოლიტიკურათ თუ აგრესიულად. მე კი შევთამაზე რომ ვიქნებოდით nation წევრი, მათი დროშის ქვეშ ვიბრძოლებდით, ეკონომიკურად დავეხმარებოდით ერთმანეთს მაგრამ, ასევე ვუთხარი რომ ეს ერი თავს არ უწოდებს არც Hermepolisელს და არც იმას რაც nationს ერქმევა; ჩემი ხალხი და მე ყოველთვის Areusiს შთამომავლები ვიქნებით, ამ ყოველივეზე კი bensy დამეთანხმა და წავიდა.

27.08.2026

სანამ ეს მოხდებოდა და bensy ჩემთან მოვიდოდა, მე ვიპოვე ახალი ერი სახელად Windiria, ეს ხალხი სამხრეთით მოგზაურობისას აღმოვაჩინეთ; შუა მოგზაურობის დროს სადღაც თოვლიან ტყე-მთებში გავლისას, ჩემს ცხენთან ერთად გამოქვაბულში ჩავარდი. დიდ-ხანს ვერ ამოვედი გამოქვაბულიდან, ღამემდე იქ ვიყავი მაგრამ, ერთ მომენტში ვიღაცამ ახლოს სინათლე შემოანათა და როგორც კი შევამჩნიე, მაშინვე ხმალი ვიშიშვლე და ველოდებოდი. ის მოვიდა, ახლოს მოვიდა, შემდეგ თოვლის ფეხსაცმელები დამიდო ახლოს და საიდანაც ჩამოვიდა იქ დაბრუნდა. რომ ავიდა მოტრიალდა და მიყურებდა, მივხვდი რომ მტრულად არ იყო განწყობილი და დახმარება სურდა. ერთმანეთი გავიცანით, თურმე მათაც ცოდნიათ ისეთი ერები რომლებიც Hermepolisთან იყვნენ გაერთიანებულები. მოკლედ გადავწყვიტეთ, ჩუმად ერთმანეთთან კავშირი გვქონდეს და ახალი ქალაქი სახელად Aleqsopolis დავაარსეთ. რომელი დაგვაკავშირებს ერთმანეთთან და ვცდილობთ რომ ეს გავხადოთ ქალაქი რომელიც იქნება ყველაე ძლიერი. მოკლედ ნელ-ნელა ვძლიერდებით, იმისათვის რომ სამყაროს დავანახოთ ჩვენი ძალა.

04.09.2026

დროთა განმავლობაში დავახლოვდით და მეომრები შევკრიბეთ სხვადასხვა ტომებიდან. მათ ენდეს ჩემს სიტყვას და დაგვიახლოვდნენ. Aleqsopolis ნელნელა შენდება და ხალხიც ერთად ძლიერდება. ბოლო დროს მე მეტად ამბიციური გავხდი და ჩემი მეგობრების გამხნევება დავიწყე. გადავწყვიტე Hermepolis და Voidreapers მართველობისთვის ბოლო მოგვეღო და უმალვე შეკრებილი არმიით, დავიძარი მათი ახალი დასახლებისკენ სახელად ZemoSasofleti. მაგრამ არანაირი წინააღმდეგოა არ შეგხვდა და გადაგწყვიტეთ Hermepolisისკენ წავსულიყავით. როგორც კი შევედით იქ bensy ვიხილეთ მაგრამ უმალვე გაგვექცა, ვიფიქრეთ რომ ეს მახე იქნებოდა და მას არ გავყევით. გადავწყვიტეთ რომ voidreapersისკენ აგვეღო გესი. მივედით თუ არა Voidreapers კედლებთან შეწინააღმდეგების გარეშე და შიგ მოულოდნელაად დავესხით voidreapers არმიას მაგრამ ზოგიერთი გაგვექცა. დროებით გავჩერდით მიმდებარე ქალაქში მაგრამ გადავწყვიტეთ რომ Teranisისკენ წავსულიყავით და ქალაქი დაგვეტოვა. მაგრამ არმიის გადაადგილებისას არმიის უკანა ხაზები ჩამოგვრჩენ, რის შედეგადაც მტრის ხელში აღმოჩნდენ. რის შედეგადაც უკან დაავბრუნდით. მაგრამ მტერი უკვე ციხესიმაგრეში გამაგრდა. ჩვენ ვიცდიდით დღეების და ღამეების განმავლობაში, ველოდით მათ გამოსვლას.

05.09.2026

canicani121
canicani121
Duckmena
Duckmena

წვიმიან დღეს მაინც ვამაგრებთ პოსტს და ველოდებით მტერს მოუთმენლად. ჩემს გვერდით დგანან windiriaს მეფე canicani121, Zestopolisის მეფე giorgazangia და ახლო მახლო მიმდებარე ტომების წევრები. ხელში თითქოს ხმალი გვადნება და თითქოს მეტალის არმორს წვიმა მეტად ამძიმებს. მოპირდაპირედ ვხედავთ თუ როგორ გამოდის მტრის ჯარი საბრძოლველად. თავიდან მშვილდებით დავესხით ერთმანეთს. შემდეგ კი მოულოდნელად აირია სისხლის და წვიმის წვეთები. მართალია სხვა ბრძოლებში ადვილად დავამარცხეთ მათი ჯარები მაგრამ, ამ ბრძოლაში ჩვენ რესურსი არ გვეყო და ვერ გავუწიეთ მტრის მახვილს წინააღმდეგობა. სამწუხაროდ უკან დახევა მოგვიწია და Alesopolisში გამაგრება, მაგრამ უშსედეგოდ. ომი წავაგეთ, რის შედეგადაც შევიკრიბეთ ჩემს მიერ დაარსებულ ქალაქ Teranisში. ნეიტრალურ მაგიდაზე მმათ მითხრეს რომ ჩემი ქალაქი Lzodius იქნებოდა მათი დედაქალაქი და ასევე, მე მექნებოდა სიტყვა მათ სამთავრებოზე. მაგრამ მე მათ დავპირდი რომ არ მოვისვენებდი იქამდე, სანამ მათ თავებს არ ვნახავდი გადამწვარ დედაქალაქში.

II · კასკადონიას დაცემის შემდეგ

  • Lodzius გადაეცა Hermopolis, Zestopolis კი Hermepolis'მა აიღო.
  • VoidReapers დაშალეს და მოსახლეობა Hermepolis'ში გადავიდა.
  • Zemosasofleti მიატოვეს.
  • სერვერზე მრავალი ახალი დასახლება გაჩნდა.
  • შეიქმნა ახალი ქვეყნები: WinterFell, Rome.
  • სერვერზე შემოვიდა დიდი მოთამაშეების გუნდი და მონღოლებივით შეესიენ Hermepolis,
  • შესევის გამო Hermepolis'მა Lodzius დაუბრუნა IZ0LDA'ს. (მონღოლები უბრალოდ წავიდნენ)
  • ყველა ქვეყანა უბრალოდ წინ მიდის და ამასობაში ახალი ფერმული დასახლებები მოთამაშე Ettokote'მ შექმნა.
  • Hermepolis'მა კონტროლი დაკარგა Zestopolis'ზე რადგან ლიანდაგები ვერ ააშენეს, Duckmena'მ დაიბრუნა Zestopolis
  • bensy'მ ქვეყანას ფული მოპარა და მიატოვა
  • Winterfell'მა შეუტია Hermepolis'ს და დამარცხდა.
  • ახალი ქვეყანა Francss შეიქმნა.
Chacho
Chacho
IZ0LDA
IZ0LDA

Kaskadonia'მ ომი წააგო და დედაქალაქი დაკარგა. მართალია IZ0lDA'ს ამ ქაალაქის მერობა შესთავაზეს მაგრამ, მას ეს არ სურდა, თავს დამცირებულად გრძნობდა. ომი Kaskadona'სთვის დასრულდა მაგრამ, არა Zestopolis'ისთვის. Zestopolis'ის მართველს Duckmena'ს, bensy'სთვის სიტყვა ჰქონდა მიცემული რომ მათი ალიანსი და ერთგული იქნებოდა, მაგრამ მან ეს პირობა დაარღვია, ის ფიქრობდა რომ IZ0LDA წამოწყებულ ომს მოიგებდა. Hermepolis'იდან არმია გაგზავნეს რომ Zestopolis დაეკავებინათ; არმიას ChaCho მეთაურობდა, ის შეიჭრა Zestopolis'ში და დაიპყრო; Zestopolis'ის მოსახლეობა კი გაიფანტა, ან კიდევ Duckmena'ს გაჰყვა, Duckmena'მ კი ახალი დასახლება წამოიწყო, სახელად Rome. Duckmena'ს სურდა რომ დროებით ეცხოვრა Rome'ში და შემდეგ Zestopolis დაებრუნებინა.

IZ0LDA საცხოვრებლად canicani121'თან გადავიდა Aleqsopolis'ში; canicani121'მა ის მარჯვენა ხელათ დანიშნა, IZ0LDA'ს მართველობა და იდეები canicani121'ს ძალიან მოსწონდა.

Giorga78
Giorga78

ამასობააში VoidReapers ტოვებს Giorga78 და მთელი მოსახლეობა Hermepolis'ში გადადის საცხოვრებლად; Hermepolis კი ტოვებს Zemosasofleti'ს.

ცოტახანში ახალი ხალხი ჩნდება სამყაროში, ისინი თავიანთ ქვეყანას WinterFell'ს უწოდებენ.

რაღაც დროის შემდეგ, მოულოდნელად Hermepolis'ში უცხო ხალხი შეიჭრა; მათ გადაწვეს და ააოხრეს Hermepolis; ქვეყანა პანიკაში ჩავარდა, პანიკის შესახებ კი სხვა დასახლებებშიც გაიგეს და ყველა ემზადებოდა მოულოდნელი შემოსევებისთვის რადგან, არავინ არ იცოდა თუ რასთან ქონდათ საქმე. ცოტახანში ეს უცხო ხალხი WinterFell'ს ესევა, მაგრამ ქვეყანა შემოსევას უმკლავდება და იგერიებს მტერს. დიდხანს შეაკავეს მოხეტიალეები მაგრამ რაღაც დროის შემდეგ დამარცხდნენ და უცხოებმა WinterFell'იც ააოხრეს. ამის შემდეგ ეს ხალხი აღარ გამოჩენილა მაგრამ, მოლოდინში არიან ყველანი რომ, ერთხელ მაინც გამოჩნდებიან მოულოდნელად. ამ შესევების გამო, Hermepolis კრიზისშია და უჭირს დასახლებებზე ყურადღების მიქცევა, ისინი იმპერიულ სახეს კარგავენ; გადაწყვიტეს რომ Lodzius რომელსაც ჯერ არ იყენებდნენ და დიდი ხარჯი იყო მათთვის, ისევ IZ0LDA'სთვის დაებრუნებიათ. ამ უკონტროლობის შესახებ Duckmena'მ შეიტყო და გადაწყვიტა რომ Zestopolis დაებრუნებინა. ის მთელი ძალით შედის Zestopolis'ში და მას მარტივად იბრუნებს, Rome'ს კი ის ტოვებს. რაღაც დროის შემდეგ canicani121 წყვეტს რომ მისი პოსტი დატოვოს და IZ0LDA'ს გადასცეს, IZ0LDA კი Aleqsopolis'ში მეფდება, მან გამეფების თანავე თქვა რომ Aleqsopolis იქნებოდა Kaskadonia'ს წევრი ქალაქი და არა მეორე სახელმწიფო, მოსახლეობას კი ამაზე პრობლემა არ ქონდა.

Etokkote
Etokkote

რაღაც დროის მანძილზე სამყააროში სიმშვიდემ დაისადგურა, ახაალმა მოთამაშემ Etokkote'მ გადაწყვიტა რომ აეშენებინა ქარხნები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ყოფილიყო; როგორც კი მისი წინსვლა შეიტყეს, მასთან თითქმის ყველამ ვაჭრობა დაიწყო, Etokkote'მ შექმნა ახალი სავაჭრო სისტემა და მან თავისი ქარხნები ყველაზე მნიშვნელოვანი გახადა. მან მიხვდა თუ რა სჭირდებოდათ სხვა ქვეყნებს და ეს შანსი გამოიყენა, შექმნა ადვილი ფულის და XP'ის საშოვნი სისტემა, ამით კი ყველას ეხმაარებოდა, მან სამყარო წინ წაიყვანა და განვითარების საშვალება მისცა.

Hermepolis'ში მართველი bensy რატომღაც აღარ მოწონთ და მოსახლეობა იწყებს ფიქრს რომ ახალი მართველის დრო დადგა. bensy ამჩნევს ამას და ფიქრობს რომ ქვეყანა საერთოდ დატოვოს. ჰგონია რომ მას არავინ დააფასებს და განდევნიან საზოგადოებიდან რადგან, მის პერიოდში შემოესიენ ქვეყანას და დაკარგეს ტერიტორიები, მართალია მან შექმნა იმპერია მაგრამ, მოსახლეობას დიდად ეს არ ანაღვლებს. ის ბიუჯეტის ფულს იპარავს და ქვეყნიდან მიდის. როგორც კი Hermepolis'ში შეამჩნიეს რომ ფული აკლდათ და ლიდერი არსად ჩანდა, დაეჭვდნენ. უმალვე გაიგეს რაც ხდებოდა და განრისხებულმა მოსახლეობამ მისი ძებნა დაიწყო, მაგრამ მალევე შეაჩერეს ძებნის პროცესი და მათ ახალ მართველად Giorga78 აირჩიეს.

Trident
Trident

WinterFell'ის მთავრობა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ხედავს რომ Hermepolis ძალიან დასუსტებულია და წყევტს რომ მას შეუტიოს. აგზავნიან წერილს Hermepolis'ში, სადაც წერია რომ WinterFell ითხოვს 2000 ემერალდს ქვეყნისგან, რაზეც უარით პასუხობენ Hermepolis'იდან. უარის მიღების თანავ WinterFell მათ უგზავნის წერილს რომ ომს უცხადებს მათ. WinterFell'ის არმიას მეთაურობს თავად მაერთველი Trident, მან გადაწყვიტა რომ რადგან შორ მანძილზე უწევდა ბრძოლა, Hermepolis'თან ბანკი გაეშალა. 3 დღეში ომი იქნება, Hermepolis ამ ომისთვის საერთოდ არ იყო მზად, ისედაც ამდენი რამ გადაიტანა, იმპერიის ჩამოშლა, შემოსევები, ბიუჯეტის ძარცვა; Trident ამას ხვდებოდა, მან ზუსტად იცოდა რომ ეს დროული იყო.

ომის დღეც დადგა, Trident'ას არმია შედის Hermepolis'ის ტერიტორიაზე და შეტევაზე გადადის, თავდაპირველ შეტევაში ის იმარჯვებს და hermepolis არმია რომელსაც Giorga78 მეთაურობს, უკან იხევს, Trident'ა ქალაქის ციხესიმაგრეს უახლოვდება, მაგრამ აქ არაფერი გამოდის და უკან იხევს. ცოტახაანში შემდეგი შეტაკებაა, უკვე Giorga78 გადადის შეტევაზე და Trident'ას არმიას ყრის. WinterFell ომში დამარცხდა.

ცოტახანში კი ახალი ქვეყანა Francss გამოჩნდა მაგრამ, ჯერ-ჯერობით იქ სიმშვიდეა.

ბმულები

community

ადევნე თვალი სიახლეებს და დაუკავშირდი სხვა მოთამაშეებს.

IP მისამართი დაკოპირდა